ფეხბურთი

21:17 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ კულიბალის კვლავ უტრიალებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კვლავაც იჩენს ინტერესს „ნაპოლის“ მცველის, კალიდუ კულიბალის მიმართ და მზადაა გარიგებაში ოლექსანდრ ზინჩენკო და ნიკოლას ოტამენდი ჩართოს, რათა სენეგალელის სატრანსფერო ფასმა დაიწიოს - გვამცნობს The Sun.

დღეისათვის კულიბალის ფასი 56 მილიონი ევროა, ზინჩენკოსი - 24 მილიონი, ოტამენდის - 14,5 მილიონი. „ნაპოლის“ კი თავის უკანახაზელში 73 მილიონი ევრო სდომებია.

კულიბალით „მანჩესტერის“ გარდა, „ლივერპული“ და „პარი სენ-ჟერმენი“ არიან დაინტერესებული.

0.119194