ფეხბურთი

2:40 | 10.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" სკუდეტოზე უკვე მეოთხე ადგილიდან ოცნებობს

იყო დრო მილანის „ინტერი“ სკუდეტოსკენ გაქანებული მიიწევდა და ბევრი „იუვენტუსზე“ უკეთ ანტონიო კონტეს ბიჭების შანსს აფასებდნენ, მაგრამ ფაქტია, ეს დრო წარსულმა წაიღო.

ახლა? ახლა სეზონის ფინიშამდე 7 ტურით ადრე „ნერაძური“ „იუვეს“ 10 ქულით ჩამორჩება და აქედანაც ხომ ნათელია - ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს. ამასთან, უკვე მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა.

დიახ, არასტაბილური თამაში და პარალელურად „ატალანტას“ საოცარი ფორმა „ნერაძურის“ მეოთხე პოზიციამდე ჩამოქვეითებად დაუჯდა. შავ-ლურჯებმა მორიგი ქულები „ბენტეგოდიზე“, „ვერონასთან“ დატოვეს.

ლაზოვიჩის გოლით ჯერ მასპინძლები იგებდნენ, მეორე ტაიმის სტარტზე უკვე სტუმრები, მაგრამ ბოლოს მიგელ ველოზუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ინტერს“ შეუძლია სკუდეტოზე ფიქრით თავი აღარ შეიწუხოს და ახლა მხოლოდ ის აქვს საზრუნავი, რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე დაასრულოს სეზონი. ისე, კონტეს გუნდის საბედნიეროდ, მეხუთე ადგილოსანთან სხვაობა სოლიდურია, თორემ ვინ იცის, ეგებ, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც სანატრელი გამხდარიყო.

„ვერონა“ – „ინტერი“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ლაზოვიჩი (2), 1:1 კანდრევა (49), 1:2 დიმარკო (55, ა.გ), 2:2 ველოზუ (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110642