კალათბურთი

16:18 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია: "სადაც არ უნდა ვიყო, საქართველოს სულის მატარებელი ვარ"

მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შეგელიამ განაცხადა, რომ საქართველოს სულის მატარებელია ყველგან სადაც არ უნდა იყოს, მათ შორის რუსეთშიც. შენგელიამ ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში თქვა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ," - ციტირებს „რუსთავი 2“ შენგელიას სიტყვებს.

შეგახსენებთ, თორნიკემ ცოტა ხნის წინ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12538