ფეხბურთი

11:24 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიკე მატჩზე ველოსიპედით მივიდა

„ბარსელონას“ მცველმა, ჟერარ პიკემ, „კამპ ნოუს“ სტადიონზე მისასვლელად უჩვეულო ტრანსპორტი აირჩია. „ესპანიოლთან“ პრიმერას 35-ე ტურის მატჩზე ის ველოსიპედით მივიდა. სარბიელის სიახლოვეს 33 წლის ფეხბურთელმა ეფექტურად ჩაუარა იქ მყოფ ჟურნალისტებს და მიწისქვეშა შესასველში გაუჩინარდა, - გვამცნობს Futbol en Movistar+

„ბარსელონამ“ „ესპანიოლი“ ლუის სუარესის გოლით 1:0 დაამარცხა.

0.16585