ფეხბურთი

10:57 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ტუღუში "ტორპედოში" დაბრუნდა

ქუთაისის „ტორპედოს“ გამოცდილი ნახევარმცველი ბექა ტუღუში დაუბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია იმერული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ტუღუში ბოლოს „სამგურალში“ თამაშობდა, მანამდე კი „სამტრედიასა“ და „გურიაში“. 31 წლის ფეხბურთელი „ტორპედოს“ ძალიან კარგად იცნობს, კარიერის საუკეთესო წლებიც სოწრედ იქ გაუტარებია.

გარდა ამისა, სხვადასხვა დროს „ეთნიკოსის“, „ზესტაფონის“, „მეტალურგისა“ და „კოლხეთის“ შემადგენლობაში ირჯებოდა.

0.147467