ფეხბურთი

22:28 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "თითქოს ყველა ჩვენს წინააღმდეგაა"

ვაკო გვილიას „ლეგია“ პოლონეთის თასს ნახევარფინალში „კრაკოვიასთან“ მარცხით (0:3) გამოეთიშა. მატჩის შემდეგ ქართველმა ლეგიონერმა კლუბის ვებგვერდს კომენტარი მისცა.

„ეს არ იყო ადვილი მატჩი, „კრაკოვიამ“ ორი შემთხვევითი გოლი გაგვიტანა, ბევრს ვუტევდით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ახლა კონცენტრაცია შაბათის მატჩზე უნდა მოვახდინოთ და ჩემპიონობის შესახებ კითხვები დავასრულოთ. ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით.

კონცენტრაცია დაგვაკლდა, შეიძლება მეორე გოლის დროს ხელით თამაშიც იყო. თითქოს პოლონეთში ყველა „ლეგიას“ წინააღმდეგია. შაბათს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და პოლონეთის ჩემპიონატი მოვიგოთ, ეს ერთადერთი მიზანია“, - თქვა გვილიამ.

„ლეგია“ 11 ივლისს, უკვე ექსტრაკლასას ეგიდით ისევ „კრაკოვიას“ შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114037