ფეხბურთი

19:51 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" დემბელეს ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" გადაწყვიტა "ლიონის" ფრანგი თავდამსხმელი მუსა დემბელე აღარ დაიმატოს. როგორც Daily Star-ი იუწყება, 60 მილიონ ევროს შეფასებული დემბელე მაღალ გასამრჯელოს ითხოვდა და "წითელმა ეშმაკებმა" ამ ეტაპისთვის ტრანსფერისგან თავი შეიკავეს.

"ლიონმა" მუსა 2018 წელს "სელტიკიდან" 22 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა და მას შემდეგ ჩატარებულ 88 მატჩში 42 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა, თუმცა ფრანგები მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111035