ჩოგბურთი

5:21 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ალბათ აშშ-ის ღიას გამოტოვებს

რაფაელ ნადალი შესაძლოა, აშშ-ის ღია პირველობის გამოტოვებას აპირებს. ტურნირის მოქმედ ჩემპიონს ამის შესახებ არ განუცხადბია, მაგრამ დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს მადრიდის ღია პირველობაზე, რომელიც ნიუ იორკული ტურნირის ფინალიდან მეორე დღეს დაიწყება.

ნადალს ნათქვამი აქვს, რომ ახალი კორონავირუსის პანდმიის გამო, ნიუ იორკში ჩასვლას შესაძლოა მოერიდოს. აშშ-ის ღია, რომელიც ჰარდზე ტარდება, სტარტს 31 სექტემბერს აიღებს და 11 სექტემბერს დასრულდება. მადრიდის ტურნირი კი თიხნარ კორტზე, 12-20 სექტემბერს იმართება.

მადრიდის ღია პირველობის დირექტორმა ფელისიანო ლოპესმა ტვიტერზე დაწერა: „ველაპარაკე ჩემ მეგობარ რაფაელ ნადალს და მან დამიდასტურა, რომ სექტემბერში მადრიდში ითამაშებს!“ ნადალმა ასე უპასუხა: „ესეც ასე ფელი. სექტემბერში მადრიდში გნახავ. სხვათა შორის, ყველაფერი კარგადაა“.

მადრიდის ღია მასტერსის სერიის იმ ორ ტურნირთაგანია, რომელიც საფრანგეთის ღია პირველობის წინ ტარდება ხოლმე. როლან გაროსზე ნადალს 11 ტიტული აქვს მოპოვებული. პანდემიის გამო, ის მაისში არ გამართულა და ორგანიზატორებმა შემოდგომაზე გადაიტანეს. ტურნირი 27 სექტემბერს აიღებს სტარტს და 11 ოქტომბერს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109972