ფეხბურთი

14:18 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ მესისთვის ხელფასის შემცირებას აპირებს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ლიონელ მესისთვის ჯამაგირის შემცირებას აპირებს - გვამცნობს El Chiringuito TV.

წყაროს მტკიცებით, კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ ბარტომეუ, უახლოეს ხანში თავად გააცნობს არგენტინელს გადაწყვეტილებას.

ადრე ესპანური მედია წერდა, რომ მესის ხელფასი „ბარსელონაში“ წელიწადში 90 მილიონი ევროა, საიდანაც ნახევარი გადასახადებში იხარჯება.

არგენტინელის კონტრაქტს კატალონიურ კლუბთან გაისად ზაფხულს ეწურება ვადა.

0.131274