ჩოგბურთი

1:29 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი: ტოკიოს ოლიმპიადა კვლავ ჩემს მიზანში რჩება

როჯერ ფედერერი დარწმუნებულია, რომ ოპერაციის შემდეგ, მუხლის აღდგენას დროულად შეძლებს და ტოკიოს მომავალი წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობას შეძლებს. დიდი სლემის 20 ტურნირის ჩემპიონმა მარჯვენა მუხლზე ოპერაცია წინა თვეში გაიკეთა, რის გამოც, მიმდინარე სეზონის გამოტოვება უწევს.

ტოკიოს ოლიმპიადის ბოლო დღეს, კერძოდ კი 8 აგვისტოს, ფედერერს 40 წელი შეუსრულდება. მას პეკინის ოლიმპიადაზე, თანამემამულე სტანისლას ვავრინკასთან ერთად, წყვილთა შორის ოლიმპიური ოქრო აქვს მოპოვებული, ტოკიოში კი თავისი მონაგარის ერთეულთა ოლიმპიური ტიტულით შევსება სურს.

„ჩემი მიზანი ტოკიო 2021-ზე თამაშია. ეს მშვენიერი ქალაქია. ჩემს მეუღლეს ჩემ პირველ ოლიმპიადაზე, 2000 წელს შევხვდი. ეს გამორჩრული ტურნრია ჩემთვის. მუხლზე ორი ოპერაცია გავიკეთე და ამჟამად ვარჯიში არ შემიძლია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდები“, - ამბობს ფედრერი, რომელმაც საზოგადოებას საკუთარი სპორტული ფეხსაცმელი „როჯერი“ წარუდგინა.

ATP და WTA ტურნირებს მომავალი თვიდან განაახლებენ, 31 აგვისტოს კი აშშ-ის ღია პირველობა დაიწყება, რომლის შეხვედრებიც ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდება. სექტემბერში უნდა ჩატარდეს საფრანგეთის ღია პირველობა და მასზე შესაძლოა ტრიბუნები 50-60 პროცენტით შეივსოს.

0.113127