ფეხბურთი

21:36 | 5.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვების და ეფექტური საგოლე პასი (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის XXVI ტურში ყაზანის „რუბინმა“ „ორენბურგს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 სძლია. ამ ერთადერთ გოლში კი ხვიჩა კვარაცხელიას დიდი წვლილია.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ყაზანელთა ორივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო. ხვიჩამ 84 წუთი ითამაშა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს. სწორედ მის ნაცვლად მოედანზე შესულმა დენის მაკაროვმა გაიტანა გამარჯვების გოლი, მაგრამ ამას ვერ მოახერხებდა, რომ არა კვარაცხელია, რომელმაც 67-ე წუთზე შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა.

შედეგად, გასაკვირი სულაც არაა, რომ ქართველი შემტევის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ხვიჩამ მიმდინარე სეზონის 23-ე შეხვედრაში მესამე საგოლე პასი მიითვალა და სამჯერ გოლიც აქვს გატანილი. „რუბინი“ 30 ქულით მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას სეზონის ფინიშამდე 4 ტურით ადრე 6 ქულითაა დაშორებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111568