ფეხბურთი

21:07 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" მზადაა სანჩესი გამოისყიდოს

მილანის "ინტერი" მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ალექსის სანჩესი 20 მილიონ ევროს სანაცვლოდ გამოისყიდოს. ჩილელი ფეხბურთელი იტალიელებმა იჯარის წესით გასული წლის ზაფხულში დაიმატეს და კორონავირუსის პანდემიის გამო მხარეებმა საიჯარო ხელშეკრულება აგვისტომდე გადაწიეს. შესაბამისად, სანჩესი მილანელებს ევროპა ლიგაზე მხოლოდ მერვედფინალში დაეხმარება.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა პოზიცია აქვს "მანჩესტერ იუნაიტედს". "წითელი ეშმაკების" თავკაცის ულე გუნარ სულშერის გეგმებში სანჩესი. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევრომდე დაეცა, რაც ალექსის გამოსყიდვის შანსებს ზრდის. მიმდინარე სეზონში ჩილელმა "ინტერის" მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112838