ფეხბურთი

18:59 | 2.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუს და ვიერის შემდეგ მესამეა - ჰაკიმი "ინტერის" ფეხბურთელია

მილანის „ინტერმა“ აჩრაფ ჰაკიმის ტრანსფერი გააოფიციალურა. მაროკოელმა მცველმა იტალიურ გრანდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული ჰაკიმი „ინტერის“ ფეხბურთელი 2025 წლის ივნისამდე იქნება. გარიგების საფასურმა კი 40 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც 5 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაემატება. ეს თანხა ცხადია მადრიდის „რეალმა“ მიიღო, რომელსაც აფრიკელის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნოდა.

ნიშანდობლივია, რომ ჰაკიმი „ინტერის“ ისტორიაში რომელუ ლუკაკუსა და კრისტიან ვიერის შემდეგ რიგით მესამე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.

აჩრაფ ჰაკიმის კარიერა „რეალში“ დაიწყო, ბოლო ორი სეზონი კი იჯარით გერმანულ „დორტმუნდში“ გაატარა, სადაც 73 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110728