ავტოსპორტი

16:58 | 1.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდმა ფერი იცვალა

„მერსედესი“ ფორმულა 1-ის ახალ სეზონს ახალ ფორმაში გამოწყობილი იწყებს - გუნდმა გადაწყვიტა, სოლიდარობა გამოუცხადოს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ფერთან ერთად, ამაზე მიუთითებს წარწერა კოკპიტის დამცავ რკალზე - „დავასრულოთ რასიზმი“ და სარკეებზე - „რბოლაში ვმონაწილეობთ, როგორც ერთი“.

გარდა ამისა, გუნდი სეზონის მსვლელობისას წამოიწყებს პროგრამებს - „დივერსიტი“ და „ინკლუჟნ“, რომელთა მიზანიც, გუნდის წევრების გაცნობიერება, თანამშრომელთა დაქირავების პროცესის ანალიზი, სპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და მცირე შესაძლებლობის მქონე ოჯახების წევრებისთვის, სპორტში ხელის შეწყობაა.

„არსიზმს და დისკრიმინაციას ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს სპორტში, თუ ჩვენს გუნდში, ადგილი არ აქვს. ეს მერსედესში ძირითადი ღირებულებაა. მაგრამ სწორი აზროვნება და შეხედულებები არ იქნება საკმარისი, თუ ჩვენ ჩუმად ვიქნებით. ჩვენ გვინდა, ჩვენი გლობალური პლატფორმა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას შევუწყოთ ხელი. და ვერცხლისფერი ისარი მთელი 2020 წლის სეზონს შავ ფერში გამოწყობილი ჩაატარებს“, - განაცხადა გერმანული გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა.

გუნდის ამ ნაბიჯამდე, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ლუის ჩამოაყალიბა „ჰამილტონის კომისია“, რომელიც „ინჟინერიის სამეფო აკადემიასთან“ ერთად, მოძებნის გზებს, რომლებიც შავკანიანი საზოგადოების ახალგაზრდა წევრებს მოტორსპორტში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიასა და მათემატიკაში გზის გაკვალვაში შეუწყობს ხელს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11439