თამაშგარე

14:07 | 1.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერი კორეელი ასულის ევროპული გატაცებები

სამხრეთ კორეელი მოდელი იმ-ვონ აჰი კორეაში და მთელს აზიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასულია. ამ გოგონამ ბოლო დროს ბედი კონომატოგრაფშიც სცადა და რამდენიმე საკმაოდ ცნობილ კორეულ სერიალში არცთუ მეორახარიხოვანი როლების შემსრულებლად მოგვევლინა.

იმ-ვონ აჰის გამორჩეულობა ყველაფერთან ერთად იმაშიც გამოსჭვივის, რომ მილიონობით აზიელი გოგონასგან განსხვავებით, მას ევროპული აღზრდა აქვს მითებული, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ ფეხბურთის დიდი ქომაგი გახლავთ და სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრების თილისმად სწორედ ეს ასული მიიჩნევა.

კორეაში კარგა ხნის მანძილზე ჭორები დადიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იმ-ვონს ერთ-ერთ კორეელ მობურთალზე, ვაი-ჯუნ სენზე ქონდა გული შევარდნილი. თუმცა, ახლა ვაი-ჯუნს ცოლიც ყავს, შვილიც და ეს მშვენიერი გოგო კი შვლის ნუკრივით კვლავ მარტო დაიარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111382