ფეხბურთი

23:15 | 29.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" "რეალთან" საბოლოო შეთანხმებას მიაღწია

მილანის „ინტერი“ მადრიდის „რეალს“ საბოლოოდ შეუთანხმდა და აჩრაფ ჰაკიმი მომდევნო სეზონიდან იტალიურ გრანდში ითამაშებს.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მაროკოელი ხვალ მილანში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს გააფორმებს.

გარიგების თანახმად, „რეალი“ 45 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ჰაკიმის პირადი ხელშეკრულების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, მაროკოელმა ბოლო ორი სეზონი იჯარით „დორტმუნდში“ გაატარა, თუმცა გერმანელებმა არ გამოისყიდეს და 21 წლის მცველსაც ამიერიდან შავ-ლურჯ მაისურში ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116405