კალათბურთი

15:38 | 27.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

დაჩი ქავთარაძის გეგმა

დინამომ შარშანდელი შემადგენლობის ნაწილი შეინარჩუნა. დიდი, მნიშვნელოვანი ნაწილი.

დარჩა გუნდში სათადარიგო გამთამაშებელი დაჩი ქავთარაძეც.

18 წლის პირველი ნომერი (191 სანტიმეტრი) ცვლიდა ლუკა ბულაშვილს და 3.0 ქულას, 1.3 მოხსნას და 1.0 პასს აგროვებდა. მისაღები სტატისტიკა 7.1 წუთში.

დაჩი ქავთარაძე: პროფესიული კუთხით, დინამოში გატარებული 2019-2020 წლების სეზონი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. წარმატებას მიაღწევ, თუ მოუსმენ მწვრთნელებს და ყველაფერს გაითვალისწინებ.

კარგი მიდგომაა.

ქავთრაძეს აქვს სისწრაფე. ის ძალიან კარგად ატარებს ბურთს. ის არ ერიდება სამწამიანში შესვლას. და, საერთოდაც, მოურიდებელია.

დ.ქ: მომავალ სეზონში მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ. მსურს მომატება და ჩემი აზრით, წინსვლისთვის საუკეთესო გუნდში ვარ. დინამო იდეალური ვარიანტია. მადლობას ვუხდი კლუბს ნდობისთვის.

დინამო კარგი შემადგენლობით დაბრუნდება.

0.118801