ფეხბურთი

3:13 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"უბრალოდ მაპატიეთ ბატონებო" - კლოპმა პირდაპირი ეთერი ატირებულმა დატოვა (+VIDEO)

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ Sky Sports-ის პირდაპირ ეთერში „წითლების“ ლეგენდებს, გრემ სუნესს, ფილ ტომპსონსა და კენი დალგლიშს გაესაუბრა.

ინტერვიუს მიწურულს კლოპმა ცრემლები ვერ შეიკავა, ბოდიში მოიხადა და პირდაპირი ეთერი დატოვა.

„ნამდვილად სიტყვები არ მაქვს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი ემოცია მექნებოდა. მთლიანად აღელვებული ვარ, უბრალოდ... მაპატიეთ ბატონებო“, - თქვა კლოპმა.

იქამდე იურგენმა „ლივერპულის“ ლეგენდები არ დაივიწყა და გამარჯვება მათ მიუძღვნა:

„ეს შენთვისაა კენი (დალგლიში), ეს სტივისთვისაა (ჯერარდი). ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის“, - აღნიშნა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონი 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გახდა. მერსისაიდელებს არნახული შედეგი აქვთ - 31 ტურის თავზე 86 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126337