ფეხბურთი

1:16 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

30-წლიანი პაუზა დასრულებულია - "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონია

30 წელი ელოდნენ „ლივერპულის“ ქომაგები ამ დღეს და ეს დღეც დადგა. იურგენ კლოპმა შეძლო ის, რაც ვერავინ შეძლო ბოლო სამ ათეულ წელიწადში „წითლების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე - ინგლისის ჩემპიონი გახდა.

უცნაურია, რომ ეს ისტორიული დღე ისე დადგა, „ლივერპულს“ თავად არ უთამაშია. მისი კონკურენტი „მანჩესტერ სიტი“ ლონდონის „ჩელსისთან“ უქულოდ დარჩა (1:2) და სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ყველაფერი გაოფიციალურდა - მერსისაიდული გრანდი პრემიერლიგის ჩემპიონია.

ინგლისის ჩემპიონის მე-19 ტიტული, მაგრამ თუ პრემიერლიგის არსებობას გავითვალისწინებთ, პირველი ჩემპიონობაა. 23-ქულიანი უპირატესობა სეზონის ფინიშამდე 7 ტურით ადრე მართლაც ფანტასტიკური შედეგია და „ლივერპული“ სრულიად დამსახურებულად გახდა ტიტულის მფლობელი.

როგორია, 30 წელი ელოდო ქვეყნის ჩემპიონობას, მით უფრო ისეთი გრანდისთვის, როგორიც „ლივერპულია“, მაგრამ რაც მთავარია ეს დღე დადგა. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლოპის გუნდისთვის მომდევნო 7 მატჩი მხოლოდ ახალი სეზონის სამზადისი თუ იქნება. გერმანელზე ცალკე უნდა ვთქვათ - მართლაც შეუძლებელი შეძლო, მოიგო ჩემპიონთა ლიგაც, მოიგო პრემიერლიგაც და სამუდამოდ „წითლების“ ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

რაც შეეხება "ჩელსი"-"მანჩესტერ სიტის", ფრენკ ლამპარდის გუნდი გაცილებით მოტივირებული შეხვდა დაპირისპირებას და პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან პულიშიჩის გოლით დაწინაურდა, რასაც მეორე ნახევარში კევინ დე ბრუინმა უპასუხა. თუმცა, 78-ე წუთზე ფერნანდინიომ ბურთი კარის ხაზიდან ხელით გამოიტანა და პენალტი ვილიანმა გაიტანა. ამრიგად, "სიტის" შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე იფიქრობს, ხოლო "ჩელსიმ" თავის მხრივ მეოთხე ადგილისკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედთან" 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

„ჩელსი“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 პულიშიჩი (36), 1:1 დე ბრუინი (55), 2:1 ვილიანი (78, პენ)

„ბარნლი“ – „უოტფორდი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 როდრიგესი (73)

„საუთჰემპტონი“ – „არსენალი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ნკეტია (20), 0:2 უილოკი (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14734