ფეხბურთი

0:27 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქოლგით სათადარიგო სკამზე - "არსენალის" ფეხბურთელების გამოსავალი

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის „არსენალი“ „საუთჰემპტონს“ ესტუმრა და 2:0 სძლია. თუმცა, „მეთოფეთა“ მონატრებულ გამარჯვებაზე უფრო მეტი ყურადღება ე.წ სათადარიგო სკამმა მიიქცია.

„არსენალის“ ფეხბურთელები ტრიბუნებზე ცხელი მზის ქვეშ ისხდნენ და თამაშს არცთუ კომფორტულ პირობებში ადევნებდნენ თვალს. თუმცა, გამოსავალიც მოძებნეს, მაგალითად, მესუთ იოზილმა, რომელმაც ქოლგა მოიმარჯვა, მზისგან თავი დაიცვა და თამაშსაც მშვიდად უყურა...

თეგებიარსენალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112363