კალათბურთი

19:06 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კალათბურთი ითამაშე!" - დუშკო ივანოვიჩის და შენგელიას პოლემიკა წუთშესვენებაზე (+VIDEO)

„ბასკონიასა“ და „უნიკახას“ შეხვედრაში ყურადღება მიიქცია ვიტორიელთა მთავარი მწვრთნელის, დუშკო ივანოვოჩისა და თორნიკე შენგელიას ეპიზოდმა. მესამე პერიოდში მონტენეგროელი წუთშესვენებისას ქართველს ძალიან გაუბრაზდა.

- ივანოვიჩი: თქვენ გინდათ წააგოთ, ასეთი თამაშით წააგებთ. თოკო თამაში დაასრულე! აქ არა, პარკეტზე!

- შენგელია: მსაჯებს რამე უთხარი!

- ივანოვიჩი: რა მსაჯები?! კალათბურთი ითამაშე!

საბოლოოდ, შეხვედრა „ბასკონიამ“ ოვერტაიმში 87:86 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი 27 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112349