ფეხბურთი

12:32 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

სკუდეტო უპირველეს ყოვლისა - "ლაციოს" ტიფოზებს კორონავირუსი არ ადარდებთ (+VIDEO)

კორონავირუსის პარალელურად ფეხბურთი დაბრუნდა, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით უმაყურებლოდ. თუმცა, ჯერჯერობით ეს რიგ შემთხვევებში მხოლოდ სტადიონებზე ვრცელდება.

ამის ნათელი რომის „ლაციოს“ ტიფოზები არიან. „არწივები“ დღეს სეზონს ბერგამოში, „ატალანტასთან“ მატჩით განაახლებენ და „ფორმელოს“ ბაზიდან ფეხბურთელები სიმღერებით, შეძახილებით გააცილეს. რაც მთავარია არ ყოფილა დაცული არცერთი რეგულაცია, რომელიც დაწესებულია.

„ლაციოს“ 20-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგების არნახული შანსი აქვს და ლიდერ „იუვენტუსს“ 4 ქულით ჩამორჩება (თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული). როგორც ჩანს, რომაელთა გულშემატკივრებისთვის ყველაფერზე წინ ახლა სწორედ ნანატრი ჩემპიონობა დგას.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ნეაპოლში, „ნაპოლის“ ათასობით ტიფოზმა იტალიის თასის მოგება რეგულაციების დარღვევით იზეიმა, იმის მიუხედავად, რომ სტადიონზე შესვლა აკრძალული ჰქონდათ.

0.111981