ფეხბურთი

22:28 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოგოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტოგოელი ფეხბურთელი კოსი კუდაგბა მალარიის დაავადებით გარდაიცვალა. ინფორმაცია ბრიტანული BBC ავრცელებს.

24 წლის ფეხბურთელი კორონავირუსის კარანტინის გამო საკუთარ სახლში იმყოფებოდა და იქ გარდაიცვალა.

კუდაგბა საფეხბურთო კლუბ „კარას“ ღირსებას იცავდა, რომელთან ერთად გასულ სეზონში ტოგოს ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელი ტოგოს ჩემპიონატის ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096431