ჭიდაობა

13:26 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ საერთაშორისო ასპარეზობათა თარიღი განსაზღვრა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ტექნიკური კომისიის სხდომაზე შეჯიბრებების დაწყების წინასწარ თარიღად 1 სექტემბერი დასახელდა, თუმცა კალენდრის დამტკიცების საკითხს აგვისტოში კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან.

„ხალიჩას მხოლოდ მაშინ დავუბრუნდებით, როდესაც ეს უსაფრთხო იქნება ჩვენი ათლეტებისთვის, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის და მაყურებლისთვის. ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად," - განაცხადა UWW-ის პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა.

მოსალოდნელია, რომ პანდემიის შემდგომი პირველი ტურნირები იქნება კონტინენტური პირველობები კადეტებში, იუნიორებში და 23-წლამდელებში. (მასპინძელ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შეჯიბრებები გაუქმდება).

იუნიორებში და 23-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარება ნოემბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, უფროსებში სეზონის განახლება აგვისტოში გადაწყდება.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113501