ფეხბურთი

12:19 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელი გარდაიცვალა

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და „მილანის“ ლეგენდარული თავდამსხმელი პიერინო პრატი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პრატის დიდი ხნის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და სიცოცხლე სიცილიაში, ქალაქ კატანიაში დაასრულა.

„ჩვენი ისტორიის გიგანტმა თვალები დახუჭა. „სანტიაგო ბერნაბეუდან“ „ბომბონერამდე“: პრატიმ „როსონერის“ ფერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიცვა. მშვიდობით „როსონერის“ ნამდვილო ლეგენდავ, მშვიდად განისვენე“, - წერს „მილანის“ ვებგვერდი.

პრატი „მილანის“ ღირსებას 1967-1973 წლებში იცავდა და 209 მატჩში 102 გოლი გაიტანა, „როსონერისთან“ ერთად სკუდეტო და ჩემპიონთა თასი მოიგო. ლომბარდიული გრანდის შემდეგ კი „რომასა“ და „ფიორენტინაში“ ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი იტალიელია, ვისაც ჩემპიონთა თასის ფინალში ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული.

იტალიის ნაკრებში პიერინო პრატიმ 14 თამაშში 7 გოლი გაიტანა, 1968 წელს კი „სკუადრა აძურას“ რიგებში ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117342