ფეხბურთი

2:59 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხავსს მოჭიდებული

სეზონის რესტარტი დიდებული გამოუვიდა „მანჩესტერ სიტის“. 2 მატჩი, 6 ქულა, 8 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი. პეპ გვარდიოლას გუნდს ასე პაუზამდე რომ ეთამაშა, ვინ იცის ახლა საჩემპიონო ამბიცია ფანტასტიკის სფერო არ ყოფილიყო.

„არსენალის“ შემდეგ „სიტიმ“ „ბარნლი“ კიდევ უფრო დაიბრიყვა და ხუთი უპასუხო გოლი გაიტანა. შედეგად, „ქალაქელებმა“ „ლივერპულის“ წაფორიხლებით კარგად ისარგებლეს და ჩამორჩენა შეამცირეს.

ცხადია, უტოპიურად ჟღერს და „სიტი“ ხავსს თუ მოეჭიდება, მაგრამ ფაქტია, რესტარტის შემდეგ „ლივერპულთან“ ჩამორჩენა 5 ქულით შეამცირა. არ იკითხვათ ახლა რამდენია?! – 20 ქულა!

დიახ, „მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულისგან“ მეტისმეტად შორსაა და პრემიერლიგის დარჩენილ ნაწილს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისთვის უკეთ მოსამზადებლად თუ გამოიყენებს.

„მანჩესტერ სიტი“ – „ბარნლი“ 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 ფოდენი (22), 2:0 მაჰრეზი (43), 3:0 მაჰრეზი (45, პენ), 4:0 დავიდ სილვა (51), 5:0 ფოდენი (63)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149532