კალათბურთი

15:36 | 21.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის MVP-ის ტიტული მადრიდის "რეალთან" (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური ეტაპის მეორე ტურში „სან პაბლო ბურგოსმა“ მოულოდნელად მადრიდის „რეალი“ დაძაბულ ბრძოლაში, 87:83 დაამარცხა.

გამარჯვებულთა შორის კი საუკეთესო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრი თად მაკფადენი იყო. ამერიკელმა „სამეფო კლუბთან“ 26:29 წუთში 18 ქულა, 3 პასი და 3 მოხსნა მიითვალა. თადმა 7-დან 5 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.

„ბურგოსს“ ორივე თამაში მოგებული აქვს და მესამე ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიას“ ხვალ დაუპირისპირდება.

0.168318