ფეხბურთი

19:58 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენი" ჩემპიონთა ლიგას დაშორდა, "ვერდერი" სასწაულის იმედად დარჩა

გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. 33-ე ტურის შემდეგ კი ევროპა ლიგის საგზურის ორი მფლობელის ვინაობა გაირკვა, სხვა საკითხები ჯერ კიდევ ღიაა, მაგრამ კონტურები მაინც გამოიკვეთა.

„ბაიერნმა“ ჩემპიონობა ჯერ კიდევ შუა კვირაში გაიფორმა და „ალიანც არენაზე“ „ფრაიბურგს“ მაინც მოუგო თანაც დამაჯერებლად. დორტმუნდის „ბორუსიამ“ კი მეორე ადგილი გაინაღდა, რადგან „ლაიფციგს“ მისსავე მოედანზე ერლინგ ჰოლანდის დუბილით აჯობა. „ლაიფციგი“ მესამეა და ჩემპიონთა ლიგაზე ისიც ითამაშებს.

აი, მეოთხე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, ამ ტურამდე „ლევერკუზენი“ ქულით წინ იყო, მაგრამ „გლადბახი“ იქცა ფავორიტად, რომელმაც სტუმრად გავარდნილი „პადერბორნი“ 3:1 დაამარცხა. პარალელურად კი „ბაიერი“ უმოტივაციო „ჰერტასთან“ უშანსოდ დამარცხდა (0:2) და კონკურენტს 2 ქულით ჩამორჩება. ახლა „ფარმაცევტთა“ საქმე მძიმედაა, ბოლო ტურში ყველაფერი „გლადბახის“ ხელთაა, რომელიც სწორედ „ჰერტას“ დაუხვდება და დიდი შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს. „ლევერკუზენი“ კი „მაინცს“ უმასპინძლებს.

ევროპა ლიგის საგზურები გაიფორმეს „ჰოფენჰაიმმა“ და „ვოლფსბურგმა“. ერთმა „უნიონი“ დაამარცხა, მეორემ „შალკემ“ და ბოლო ტური ფორმალობად იქციეს.

გასავარდნ ზონას რაც შეეხება, „დიუსელდორფმა“ ქულა მოიპოვა და ბრემენის „ვერდერთან“ ორქულიანი უპირატესობა აქვს. ან ერთი გავარდება, ან მეორე. თუმცა, პლეი-აუტში თამაში რომელიმეს მაინც მოუწევს, რადგან სამშვიდობო ზონაში ადგილები უკვე შევსებულია. "მაინცმა", "აუგსბურგმა" და "კიოლნა" ბუნდესლიგაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნეს. „ვერდერმა“ კი „მაინცთან“ წააგო და რთულ დღეშია. ბოლო „ბრემენელი მუსიკოსები“ „კიოლნს“ უმასპინძლებენ, მაგრამ „დიუსელდორფი“ ბერლინში „უნიონთან“ თუ არ წაიფორხილებს, „ვერდერს“ ბუნდესლიგასთან 40 წლის შემდეგ დამშვიდობება მოუწევს.

„ბაიერნი“ – „ფრაიბურგი“ 3:1 (3:1)

გოლები: 1:0 კიმიხი (15), 2:0 ლევანდოვსკი (24), 2:1 ჰოლერი (33), 3:1 ლევანდოვსკი (37)

„კიოლნი“ – „აინტრახტი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 კაინცი (45, პენ), 1:1 დოსტი (73)

„დიუსელდორფი“ – „აუგსბურგი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ნიდერლეხნერი (10), 1:1 ჰენინგსი (26)

„ჰერტა“ – „ლევერკუზენი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კუნია (22), 2:0 ლუკებაკიო (55)

„ჰოფენჰაიმი“ – „უნიონი“ 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 ბებუ (11), 2:0 კრამარიჩი (39), 3:0 ბადური (45), 4:0 ბაუმგარტლინგერი (68)

„მაინცი“ – „ვერდერი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ქუაისონი (25), 2:0 ბოეტიუსი (30), 2:1 ოსაკო (58), 3:1 ფერნანდესი (85)

„პადერბორნი“ – „გლადბახი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჰერმანი (4), 1:1 მიხელი (54), 1:2 შტინდლი (55, პენ), 1:3 შტინდლი (73)

„ლაიფციგი“ – „დორტმუნდი“ 0:12 (0:1)

გოლი: 0:1 ჰოლანდი (30), 0:2 ჰოლანდი (90)

„შალკე“ – „ვოლფსბურგი“ 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 ვეგორსტი (16), 0:2 ვეგორსტი (56), 0:3 მბაბუ (59), 0:2 ვიქტორი (70), 1:4 მატონდო (71)

თეგებიბუნდესლიგა
0.150386