ფეხბურთი

0:08 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ "ბაშაკშეჰირთან" პენალტი გამოიმუშავა (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის XXVIII ტურში საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯუმ“ სუპერლიგის ლიდერ სტამბოლის „ბაშაკშეჰირს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი მოუგო, საბოლოოდ მაინც დამარცხდა (1:2).

ქართველი შემტევი ძირითადში იყო და ერთადერთი გოლი თურქეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის კარში მისი დამსახურებაა. საბამ მე-12 წუთზე მცველებს ბურთი მოპარა, საჯარიმოში შეიჭრა, სადაც მარტინ შკრტელმა წააქცია და პენალტი მოიპოვა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გერსონ როდრიგესმა გოლად აქცია.

ლობჟანიძემ 73-ე წუთამდე ითამაშა, მისი გასვლა და სტუმართა გამარჯვების გოლის გატანა ერთი იყო. ლობჟანიძე თურქულ გუნდს იანვარში შეუერთდა და 9 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

„ანაკრაგიუჯუს“ მდგომარეობა მძიმეა, რადგან სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 24 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. დედაქალაქელები გასავარდნი ზონისგან 2 ქულით არიან დაშორებულნი, მაგრამ მის კონკურენტებს ჯერ ამ ტურში არ უთამაშიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120466