კალათბურთი

19:14 | 18.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

დინამომ ლაშა მიქელაძე დაიმატა

თბილისის დინამომ 19 წლის ლაშა მიქელაძე დაიკონტრაქტა.

მძიმე ფორვარდი (203 სანტიმეტრი), რომელიც საკუთარი ასაკის ფონზე საკმაოდ გამოცდილია.

2016/2017 წლებში ლაშა საქართველოს U 16 ნაკრების წევრი იყო და მონაწილეობა მიიღო სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატში.

2018/2019 წლებში ლაშა უკვე U 18 ნაკრებშია.

საკლუბო დონეზე მიქელაძემ მოასწრო გამოცდილების მიღება ბასკონიაში და შემდეგ, 2 სეზონი ოლიმპში გაატარა.

ლაშა მიქელაძე: დინამო ძალიან კარგი ორგანიზაციაა. ბოლო წლებში გუნდი სტაბილურად შედის სუპერლიგის ლიდერებში, გახდა საქართველოს ჩემპიონი. ამ კლუბში განვითარების კარგი შანსი მაქვს. ვეცდები, რომ დინამოს მაქსიმუმი მივცე.

ლაშას საყვარელი მოთამაშე არის კობი ბრაიანტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112949