კალათბურთი

22:55 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა ენდესა განახლდა - შერმადინი ფორმაში არაა, "ტენერიფე" დამარცხდა (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ენდესა კორონავირუსის პაუზის შემდეგ განახლდა. ახალი ფორმატით, ქალაქ ვალენსიაში.

12 გუნდი ორ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა და ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გააგრძელებენ ასპარეზობას. დღეს ტურნირი A ჯგუფში დაიწყო, სადაც გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ ქართველის ყოფილ გუნდ „უნიკახას“ გაეჯიბრა და 70:83 დამარცხდა.

მალაგელები მთელი თამაში უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვებაც დამსახურებულად, დამაჯერებლად მოიპოვეს.

შერმადინმა პარკეტზე 18:46 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ უჩვეულოდ ცუდად ითამაშა შეტევაში, სადაც 9-დან მხოლოდ 2 ორქულიანი (22%) ჩააგდო, ამას 6-დან 6 საჯარიმოც დაუმატა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 9-ს გაუტოლდა.

„იბეროსტარ ტენერიფე“ მომდევნო შეხვედრას 19 ივნისს, თორნიკე შენგელიას „ბასკონიასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120716