კალათბურთი

21:47 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბასკონიას" დირექტორი: "შენგელიას წასვლა თუ უნდა, არ შევაფერხებთ"

„ბასკონიას“ დირექტორმა პაბლო ორტისმა თორნიკე შენგელიას მომავალზე ისაუბრა. ესპანელის განცხადებით, თუ ქართველს გუნდის დატოვება სურს, ისინი ხელს არ შეუშლიან.

„კარგად ვიცით, რომ დადგება დღე, როდესაც თორნიკე ბასკეთს დატოვებს. რა თქმა უნდა, გვსურს ეს მომენტი რაც შეიძლება გვიან დადგეს. ხუთი წლის განმავლობაში კლუბის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი სიმბოლო გახდა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ძალიან ახლოსაა და თუ შენგელია იტყვის, რომ გუნდის დატოვება უნდა, ჩვენ ხელს არ შევუშლით“, - თქვა ორტისმა.

შეგახსენებთ, შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს აქტიურად უკავშირებენ. ორი დღის წინ ბერძნული მედიის მიერ გავრცელდა ცნობა, რომ 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, ხოლო დღეს რუსულ მედიაში დაწერეს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119502