კალათბურთი

22:38 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეორედ - თორნიკე შენგელია ლიგა ენდესას მარტის თვის MVP გახდა (+VIDEO)

„ბასკონიას“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია ლიგა ენდესას თვის MVP ზედიზედ მეორედ გახდა. თებერვლის შემდეგ ქართველი მძიმე ფორვარდი მარტშიც გამაორჩიეს, თუმცა პრიზი მხოლოდ ახლა გადასცეს, რისი მიზეზი ცხადია, კორონავირუსია.

მარტში შენგელიამ ორი შეხვედრა ჩაატარა და მისი მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი 30.5 იყო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა. ქართველმა ერიკ გრინსა (30) და ასკია ბუკერს (25.5) აჯობა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო 22-ე ტურის მატჩი „ფუენლაბრადასთან“, რადგან 31 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 44 აღმოჩნდა.

თორნიკე კარიერაში მეოთხედ გახდა ლიგა ენდესას თვის MVP. ამ სეზონში ქულების საშუალო მაჩვენებლით ესპანეთში მესამეა (19.6 ქულა), ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტით მეექვსე (16.6 ქულა).

შეგახსენებთ, ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური ეტაპი ხვალ სტარტს აიღებს, „ბასკონია“ A ჯგუფში იასპარეზებს და 17 ივნისს ბასკურ დერბიში „ბილბაოს“ შეხვდება.

0.141202