ფეხბურთი

19:28 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" ლექვთაძე დაიმატა

გორის „დილამ“ საჩხერის „ჩიხურადან“ გამოცდილი ნახევარმცველი ირაკლი ლექვთაძე დაიმატა. შიდა ქართლელთა ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლექვთაძეს „დილაში“ აქამდეც უთამაშია, კერძოდ 2012 წელს, როდესაც „დინამო თბილისიდან“ იჯარით გადაბარგდა გორელთა რიგებში.

ბოლოს „ჩიხურაში“ ირიცხებოდა, ხოლო სხვადასხვა დროს „დინამოს“, „ცხინვალის“, „სიონისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსება დაუცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.183482