ჭადრაკი

19:54 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა 20 წლამდელთა ჩემპიონატზე 2 ქართველი იასპარეზებს

გოგონათა და ვაჟთა შორის 20 წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც 5-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით ინდოეთის ქალაქი ტინე უმასპინძლებს, ორი ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე და ირაკლი ბერაძე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ბერაძემ აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის უფლება საქართველოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის მოგების შემდეგ მოიპოვა. რაც შეეხება არაბიძეს, როგორც პერსპექტიული სპორტსმენს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატზე კონკურსგარეშე დაუშვა. 20 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონი ნანული უნაფქოშვილი ცოტა ხნის წინ გათხოვდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ამის გამო ვერ გაემგზავრა.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16836