თამაშგარე

12:10 | 15.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარა და კინოს გიგანტები

ამჟამად საფრანგეთში მობურთალი არგენტინელი თავდამსხმელის მაურო იკარიდის მეუღლე და პირადი აგენტი ვანდა ნარა დიდი მამაილა ქალი რომაა - ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. ისიც ცნობილია, რომ ხშირად ეს გოგო ათასგზის სულელურ ტყუილსაც კი იგონებს პოპულარობისა და "სიყვითლის" შესანარჩუნებლად. მისი ბოლო განცხადებაც ბულვარული პრესის კორიფეების აზრით სწორედ ამგვარ ეჭვებს ბადებს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გადარეულმა ვანდა ნარამ განაცხადა, რომ მსოფლიოში ცნობილი კინოსტუდიები etflix-ი და HBO არც მეტი არც ნაკლები - მისი ბიოგრაფიის შესახებ ფილმის გადღებას აპირებენ და ახლა იმაზე ფიქრობს, თუ ვინ შეიძლება დაამტკიცონ ვანდას როლის შემსრულებლად.

თანამედროვე მსოფლიოში ცხადია ბოლომდე არაფერია გამორიცხული, მაგრამ თუკი მართლაც ისე მოხდა, რომ ბოლო წლებში ზე-პოპულარულმა სტუდიებმა დრო ენერგია და რაც მთავარია დიდი თანხები ვანდა ნარას ბიოგრაფიის ტირაჟირებას მიუძღვნეს, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყარო ნამდვილად იცვლება...

0.158781