ფეხბურთი

11:37 | 15.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი გერმანული კლუბი გაკოტრების პირასაა

ცნობილი გერმანული გუნდი „კაიზერსლაუტერნი“ გაკოტრების საქმის წარმოებას იწყებს. Kicker-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი გადახდის უუნარობაა, რის გამოც კლუბი მომდევნო სეზონისთვის ლიცენზიის მოპოვებას ვერ შეძლებს.

„კაიზერს“ 24 მილიონი ევროს ვალი აქვს, რომლის გადახდას ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. ჯერჯერობით ბრძოლა გუნდის გადასარჩენად კიდევ მიმდინარეობს და ხელმძღვანელობა ცდილობს სამ ინვესტორთან შეთანხმების მიღწევას. ერთ-ერთი ლუქსემბურგული „დუდელანჟის“ პრეზიდენტი ფლავიო ბაკაა.

ამჟამად „კაიზერსლაუტერნი“ გერმანიის მესამე ბუნდესლიგაშია. ამ გუნდში არაერთ სახელოვან ფეხბურთელს უთამაშია, უახლოესი წარსულიდან მიხაელ ბალაკსა და მიროსლავ კლოზეს.

1998 წელს კი, ოტო რეჰაგელის თავკაცობით ბუნდესლიგაში ახლად გადასულმა პატარა გუნდმა „ვერცხლის სინის“ მოგება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110371