ფეხბურთი

23:25 | 14.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"აუგსბურგმა" ოქროს გამარჯვება მოიპოვა, "ლევერკუზენმა" შანსი გაანიავა

გერმანიის ბუნდესლიგის XXXI ტური ორი მტჩით დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ „ლევერკუზენს“ კარგი შანსი ჰქონდა „გლადბახთან“ უპირატესობა სამ ქულამდე გაეზარდა, მაგრამ ბოლომდე ვერ იხეირა.

„ფარმაცევტები“ გელზენკირხენში, „შალკეს“ ესტუმრა და 81-ე წუთამდე მარცხდებოდა და მხოლოდ ბოლოს მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. შედეგად, „ფარმაცევეტებმა“ „გლადბახს“ მხოლოდ ერთ ქულით გაასწრეს, მაგრამ ესეც საქმეა, რადგან სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და მეოთხე ადგილზეა. სხვათა შორის, მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელეს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა, რამაც დიდი პოლემიკა გამოიწვია, ვინაიდან კორონავირუსის გამო დისტანციის დაცვის მაქსიმალური ვალდებულების წინაშე არიან.

კიდევ ერთი შეხვედრა მაინცში უშუალო კონკურენტთა შორის გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი „აუგსბურგს“ დაუხვდა. ორივე გადარჩენისთვის იბრძვის და ამიტომაც სასწორზე მნიშვნელოვანი ქულები იდო. „აუგსბურგი“ პირველივე წუთზე ნიდერლეხნერმა დააწინაურა და როგორც აღმოჩნდა გამარჯვების გოლი გაიტანა. შედეგად, „აუგსბურგმა“ ამოისუნთქა, გასავარდნ ზონას 7 ქულით მოსცილდა და პრაქტიკულად გადაწყვიტა ლიგაში დარჩენის საკითხი. „მაინცი“ კი ზღვარზეა და მხოლოდ სამქულიანი უპირატესობა აქვს.

„მაინცი“ – „აუგსბურგი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ნიდერლეხნერი (1)

„შალკე“ – „ლევერკუზენი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 კალიჯური (51, პენ), 1:1 მირანდა (81, ა.გ)

თეგებიბუნდესლიგა
0.151916