კალათბურთი

19:15 | 14.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა-მ შენგელიას ტრანსფერზე "ბასკონიასთან" მოლაპარაკება დაიწყო

მოსკოვის ცსკა-მ ესპანურ „ბასკონიასთან“ თორნიკე შენგელიას ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Live Sport-ი ავრცელებს.

თუმცა, ამ ეტაპზე უფრო მეტი კონკრეტული ცნობა და გუნდების მხრიდან ოფიციალური დასტური ზემოხსენებული ინფორმაციის თაობაზე არ არსებობს.

თორნიკეს ცსკა-ს გარდა მადრიდის „რეალსა“ და „ოლიმპია მილანოსაც“ უკავშირებენ, ხოლო ვიტორიელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

2019-2020 წლების სეზონში ლიგა ენდესაში შენგელია საშუალოდ 33 წუთში 16.6 ქულას, 6.3 მოხსნას, 2.7 პასს, 1.4 ჩაჭრასა და 0.3 დაფარებას აგროვებს. ცნობისთვის, ესპანეთის ჩემპიონატი 17 ივნისს განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113989