ფეხბურთი

23:34 | 13.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა გრიგალაშვილმა უზბეკეთში სეზონი გოლით განაახლა (+VIDEO)

კორონავირუსით გამოწვეული პაუზა უზბეკეთში დასრულდა და მარტში შეწყვეტილი სეზონი განახლდა. ელგუჯა გრიგალაშვილისა და მათე ვაწაძის აგმკ-მ სტუმრად „კიზილკუმი“ 1:0 დაამარცხა.

ეს ერთადერთი გოლი გრიგალაშვილმა გაიტანა, რომელმაც 66-ე წუთზე მოახერხა მეტოქის დამწუხრება. ელგუჯა 87-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვაწაძემ შეუცვლელად ითამაშა.

აგმკ-ს ოთხი ტურის თავზე 8 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. ხვალ სეზონს შოთა არველაძის „ფახთაქორიც“ განაახლებს, რომელიც სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108981