ფეხბურთი

22:01 | 7.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვილია ჩინებულ ფორმაშია: ვაკომ პოლონეთში კიდევ ერთხელ გაიტანა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია ჩინებულ ფორმაში შეხვდა სეზონის რესტარტს და მესამე მატჩში მეორე გოლი გაიტანა. 10 დღის წინ ვაკომ პოლონეთის თასზე გამოიჩინა თავი, ახლა ექსტრაკლასაში.

ვარშავის „ლეგია“ კრაკოვში „ვისლასთან“ მარცხდებოდა, მაგრამ 3:1 იმარჯვა და საბოლოო ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა დააფიქსირა. ვაკო 76-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია.

გვილიას უშუალოდ ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს მითვლილი, პოლონეთის თასზე თავი ორჯერ გამოიჩინა, ხოლო ერთხელ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

„ლეგიას“ 28 ტურის თავზე 57 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარ „პიასტს“ 8 ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში 10 ივნისს, „არკას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122863