ფეხბურთი

15:36 | 7.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ გადაწყვეტილება მიიღო - ჩემპიონთა ლიგა ერთ ქალაქში უმაყურებლოდ

უეფა ჩემპიონთა ლიგას პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ჩაატარებს. როგორც გერმანული Bild-ი იტყობინება, ევროპული ფეხბურთის მმართველ უწყებაში ლისაბონი მოსკოვისა და ფრანკფურტის ვარიანტებს ამჯობინეს.

მას შემდეგ, რაც მოსკოვის შესაძლებლობა უარყოფილი იქნა, რუსეთში არსებული კორონავირუსის ბევრი შემთხვევების გამო, უპირატესობა ლისაბონს მიანიჭეს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე არცერთი პორტუგალიური გუნდი არაა შემორჩინელი და ყველა გუნდი ნეიტრალურ სტადიონზე ითამაშებს. გარდა ამისა, ლისაბონში ორი სტადიონია, რომელიც ტურნირის მასპინძლობას შეძლებს („და ლუჟი“ და „ჟოზე ალვალადე“).

უეფა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს, ნახევარფინალს და ფინალს სწორედ პორტუგალიის დედაქალაქი დაუხვდება.

იქამდე ოთხი მერვედფინალური მატჩი („სიტი“ – „რეალი“, „იუვენტუსი“ – „ლიონი“, „ბარსელონა“ – „ნაპოლი“ და „ბაიერნი“ – „ჩელსი“) ჩვეულებრივ ჩატარდება, ოღონდ უმაყურებლოდ.

ამრიგად, სტამბოლი, სადაც წესით ფინალი უნდა გამართულიყო, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვთქვათ ისიც, რომ ფრანკფურტში ევროპა ლიგის იმავე ფორმატში ჩატარება ივარაუდება. უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას 17 ივნისს, აღმასკომის სხდომაზე მიიღებს.

0.119569