ფეხბურთი

1:06 | 7.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქანთარიას საგოლე პასი ბელარუსში (+VIDEO)

ბელარუსის ჩემპიონატში გიორგი ქანთარიას „ნემანმა“ სტუმრად „სლავია“ 3:1 დაამარცხა. სამივე გოლი ზორან მარუშიჩმა გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი ქართველმა ნახევარმცველმა გაუკეთა.

ქანთარია მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა და საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე თანაგუნდელს საბოლოო ანგარიშის დაფქსირებაში დაეხმარა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დატოვა.

„ნემანს“ 11 შეხვედრაში 17 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.

0.112418