ფეხბურთი

19:57 | 6.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილმა პენალტი მოიპოვა - "ვისლამ" მნიშვნელოვანი ფორა გაანიავა (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში გიორგი მერებაშვილის „ვისლა“ „იაგელონიას“ ესტუმრა და ქულის მოპოვება მოახერხა - 2:2.

პლოცეკელები 67-ე წუთამდე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და ქულით დაკმაყოფილდნენ.

მერებაშვილი 69 წუთი იყო მინდორზე და სანამ შეცვლიდნენ, 8 წუთით ადრე პენალტიც გამოიმუშავა, რომელიც ფურმანმა გაიტანა და იმ დროისთვის სხვაობა ორამდე გაზარდა.

„ვისლას“ 28 ტურის თავზე 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება.

0.150604