ფეხბურთი

11:22 | 5.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ტონალიმ "ინტერსა" და "იუვენტუსს" შორის არჩევანი გააკეთა

იტალიური „ბრეშას“ ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ მილანის „ინტერში“ გადასვლა გადაწყვიტა. Sky Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მაგრამ ახლა კლუბებს შორის შეთანხმებაა საჭირო.

„ბრეშას“ პრეზიდენტი მასიმო ჩელინო 20 წლის ტალანტთან იაფად და ადვილად შელევას არ აპირებს. ამიტომაც, „ნერაძურის“ ისეთი წინადადების მომზადება მოუწევს, რასაც სხვა დაინტერესებული გუნდები არ შესთავაზებენ.

„ინტერის“ გარდა ტონალის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს „იუვენტუსი“ და „პარი სენ ჟერმენი“ იჩენენ.

აქვე გეტყვით, რომ სანდრო ტონალის სერია A-ში 23 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო იტალიის ნაკრების მაისური დღემდე სამჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103181