ფეხბურთი

16:10 | 4.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგი: "მანქანით პოლიცია ხშირად მაჩერებს, უმიზეზოდ"

სტამბოლის „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელმა კევინ-პრინს ბოატენგმა განაცხადა, რომ პოლიცია ხშირად უმიზეზოდ აჩერებს და ეს მისი კანის ფერის გამო ხდება.

„როდესაც მანქანით ვარ პოლიცია ხშირად მაჩერებს მიზეზის გარეშე, ეს მართლა ხშირად ხდება. ალბათ იმიტომ, რომ შავკანიან ბიჭს ხედავენ ტატუებით და ლამაზი მანქანით და თვლიან, რომ კრიმინალი ვარ“, - თქვა განელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, ბოატენგი ამჟამად, თურქული „ბეშიქთაშის“ ღირსებას იცავს და შესაბამისად, სტამბოლში ცხოვრობს.

0.12103