ფეხბურთი

14:54 | 4.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ორი კვირა გადაწყვეტილებამდე - ჩემპიონთა ლიგა ფრანკფურტში?

ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ფორმატზე არაერთი საუბარია. უეფას ტურნირის განახლება ცხადია გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ჯერაც უცნობია ზუსტად როდის და როგორი ფორმატით.

ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ 7 აგვისტოს სეზონს მერვედფინალური მატჩებით განაახლებენ (ოთხი თამაში), რომელიც ჯერ კიდევ გასამართია. შემდეგ კი მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში განიხილება ნეიტრალურ სტადიონზე თითო მატჩის ჩატარება.

ჩველებრივ ფინალისთვის სტამბოლის „ათათურქს“ უნდა ემასპინძლა, მაგრამ შექმნილ ვითარებაში უეფაში ფიქრობენ, რომ თურქეთი ვერ შეძლებს მინი ტურნირის მასპინძლობას, ამიტომაც B გეგმა აქტიურად განიხილება.

გერმანია, პორტუგალია და რუსეთი მზად არიან უმასპინძლონ ტურნირს მეოთხედფინალებიდან, მაგრამ რა გასაკვირია, რომ ფავორიტი გერმანიაა.

კერძოდ ქალაქი ფრანფკურტი. Bild-ის ინფორმაციით, უეფა ითხოვს ოთხ ქალაქს, რომლებიც ერთმანეთისგან მაქსიმუმ 100 კმ-ის რადიუსში მდებარეობენ.

ამიტომაც, ფრანკფურტთან ერთად გერმანიას შეუძლია უეფას მაინცი, ზინსჰეიმი და ვისბადენი შესთავაზოს. პრობლემად რჩება ის, რომ ტურნირის გამართვაზე მხოლოდ ერთი ჯანდაცვის განყოფილება უნდა იყოს პასუხისმგებელი, ხოლო ფრანკფურტი, მაინცი და ზინსჰეიმი სამ სხვადასხვა ზონაშია.

უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას 17 ივნისს, აღმასკომის სხდომაზე მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101517