ფეხბურთი

23:14 | 3.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიაში სეზონი განაახლეს, კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

თითქმის სამთქვიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთის თამაშს ავსტრიაშიც დაუბრუნდნენ. გრაცის "შტურმი", რომელიც საჩემპიონო ექვსეულში ასპარეზობს, საკუთარ მოედანზე უმაყურებლოდ "ვოლფსბერგერს" დაუპირისპირდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და სტუმრებმა 2:1 იმარჯვეს. გრაცელთა ქართველი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი 90 წუთი იყო მინდორზე მიუხედავად იმისა, რომ მისი მცირე ტრავმის შესახებ ინფორმაცია თამაშამდე ვრცელდებოდა.

"შტურმს" საჩემპიონო ჯგუფში 16 ქულა აქვს და ბოლო, მე-6 პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127639