ფეხბურთი

10:20 | 3.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოში" ოლეგ მამასახლისი დაბრუნდა

ქუთაისის "ტორპედოში" ქართველი ნახევარმცველი ოლეგ მამასახლისი დაბრუნდა. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

მამასახლისისთვის "ტორპედო" მშობლიური გუნდია, რადგან ქუთათურთა რიგებში 2012-2018 წლებში ირჯებოდა და საქართველოში ყველა ტიტული მოიგო.

ბოლოს 24 წლის ფეხბურთელი საჩხერის "ჩიხურას" მაისურით ირჯებოდა, ხოლო მანამდე "სამტრედიას" ღირსებაც დაიცვა.

0.115109