ფეხბურთი

23:17 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ძალიან ცრუ ინფორმაციაა" - ჯანომ "დინამო თბილისი" უარყო

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე „დინამო თბილისში“ ტრანსფერს არ ადასტურებს. Transfermarkt-ზე რამდენიმე დღეა ჩვენებური „დინამოს“ ფეხბურთელადაა მოხსენიებული, თუმცა ჯანომ ამ ცნობას ტყუილი უწოდა.

„ძალიან, ძალიან ცრუ ინფორმაცია“, - წერს ინსტაგრამ სთორიში ქართველი ნახევარმცველი.

ჯანოს თბილისელთა გარდა, „დინამო ბათუმი“ და რუსული „როტორიც“ ეპატიჟება. ანანიძეს 31 მაისს ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122032